суббота, 23 марта 2013 г.

რა საოცარი თვეა ეს მარტი! გუშინ თხუთმეტი გრადუსი სითბო იყო, დღეს კი ქარბუქია, ძაღლი გარეთ არ გაიგდება! არასოდეს არ მყვარებია ეს თვე, ან კი რა აქვს მას შესაყვარებელი, რომ არა ერთი ჩემთვის ყველაზე საყვარელი არსება, რომელიც სწორედ ამ თვეს არის დაბადებული! ეს ჩემი პატარა ვაჟკაცია, მისი დაბადების დღე ეხლახანს ავღნიშნეთ, მას თოთხმეტი წელი შეუსრულდა. ვულოცავ მას ამ დღეს და მინდა, რომ ჩემი და ქვეყნის  სასახელო კაცი გამოსულიყოს.